კონვერტორის შესახებ

რა არის Convertor.ge?

Convertor.ge – არის ვებგვერდი, რომელიც ბინის შეძენის მსურველებს მარტივი და ინოვაციური გზით აკავშირებს უძრავი ქონების გამყიდველებთან.

ვებგვერდი შეიქმნა იმისთვის, რომ უძრავი ქონების (ბინა, კომერციული და საოფისე ფართი, მიწა) ძებნის პროცესი გახდეს უფრო მეტად მარტივი და კომფორტული.

 

რა არის პროექტის იდეა?

პროექტის იდეა მარტივი და ინოვაციურია. ადამიანებმა უნდა დაზოგონ ენერგია სასურველი პროდუქტის მოსაძებნად.

მაშინ როდესაც ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, გაყიდვების არხები არცთუ მრავალფეროვანი, ხოლო საზღვრები კი ნაკლებად ღია - ადამიანებს დიდი ძალისხმევის გაწევა უწევდათ პროდუქტების მოსაძებნად. თუმცა, ეს საკითხები დღეს მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილია და ჩვენს წინაშე შემოთავაზებების მრავალფეროვანი არჩევანია.

დღეს საუკეთესოს შერჩევა უფრო ძნელია ვიდრე პროდუქტების პოვნა. საკმარისია Convertor.ge-ზე სურვილის გამოგზავნა, და უძრავი ქონების ყიდვის მსურველი იღებს ზუსტად მის მოთხოვნაზე მორგებულ შეთავაზებებს.

ონლაინ დახმარება

გამარჯობა, ამჟამად არ ვიმყოფები ონლაინ. დამიტოვე შეტყობინება და გიპასუხებ მოგვიანებით​!